რატი იონათამიშვილის განცხადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც შშმ პირებზე ადაპტირებულ საარჩევნო პროგრამას წარადგენს. რატი იონათამიშვილმა აუდიო და ვიდეოდისკები და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პროგრამა გააცნო საზოგადოებას, რომელიც უსინათლო და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს დაურიგდება.

მისი თქმით, ამით შშმ პირების ინფორმირებულობის დონე გაიზრდება. იონათამიშვილის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, შშმ პირთა ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე საგრძნობლად გაზრდილია.