რაში იხარჯებოდა ევროპული ფონდების ფინანსები - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
ევროკომისიამ აღიარა, რომ „კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის“ განკუთვნილი ევროკავშირის ფონდები გამოიყენა მემარცხენე არასამთავრობო და კლიმატის ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა საიდუმლო გავლენის ოპერაციის ფარგლებში, ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა eXXpress ავრცელებს, რომელზე დაყრდნობითაც პორტალმა Visegrád 24-მა მასალა გამოაქვეყნა.
eXXpress-ის ცნობით, საუბარია სახსრებზე LIFE პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. 2014 წლიდან ამ პროგრამის საერთო ბიუჯეტი ცხრა მილიარდი ევრო იყო. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. შიდა დოკუმენტების თანახმად, სამიზნე კამპანიები შემუშავდა ევროკავშირის სააგენტოებსა და კლიმატურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით, მათ შორის, დაგეგმილი იყო, თუ რომელი კრიტიკოსები გახდებოდნენ სამიზნეები.