რასა იუკნევიჩიენეს განცხადება – პოლიტიკური შეფასებები 

21:32, 12.05.2026

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მორიგ განცხადებას ოფიციალური თბილისი მწვავე შეფასებებით პასუხობს. იუკნევიჩიენემ, რომელიც საქართველოს მთვრობას ხშირად აკრიტიკებს და თბილისში ანტი-სახელისუფლებო აქციებშიც მონაწილეობდა, თქვა რომ გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს. ლიეტუველი პოლიტიკოსის ამ განცხადებას მმართველ  გუნდში ქართველ ხალხზე და მათ სუვერენულ არჩევანზე თავდასხმად აფასებენ. ევროპარლამენტარის განცხადება არც ოპოზიციური პარტიების ნაწილს მოსწონს.

მსგავსი