სალომე ზურაბიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეც. ლიეტუველი ევროდეპუტატის თქმით, გუშინ მისი და ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის ინიციატივით გაიმართა ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის კანონმდებლებისა და ექსპერტების ონლაინ დისკუსია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება მთავრდება 29 დეკემბერს და ყველაზე ნეგატიური სცენარი იქნება, თუ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ახალი პრეზიდენტი გამოაცხადებს საომარ მდგომარეობას, დააპატიმრებს პრეზიდენტს, გააძევებს ხალხს და საქართველო ღიად დიქტატურის გზას დაადგება. თუმცა, მეორე მხრივ, ერი ფეხზე დგას, როგორც არასდროს, რეჟიმი რეალურად თავს ძლიერად არ გრძნობს, ამიტომ დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, აუცილებელია. აუცილებელია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებსაც ყველა ენდობა. დახმარება საჭიროა ახლა, 29 დეკემბრამდე.“- წერს ევროპარლამენტარი