აღიარება ევროპარლამენტარის მხრიდან – ასე აფასებენ მმართველ გუნდში რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას სადაც ის ამბობს რომ, 2022 წლამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაფართოებაზე არავინ საუბრობდა და შესაძლებლობის ფანჯარა მხოლოდ უკრაინის ომის გამო გაიხსნა. ევროპარლამენტარის მიერ ინტერვიუში გაჟღერებული ეს ფრაზა მეორე დღეა მწვავე შეფასებების თემაა მმართველ გუნდში, მათი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა კონფლიქტში აქტიურად ჩაერთვებოდა, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის იქნებოდა გამოყენებული.