რასა იუკნევიჩიანემ და მარტა კოსმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

12:14, 08.10.2025
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროკომისარ მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა. გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, შეიძლება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“, – წერს იუკნევიჩიენე.

მსგავსი