შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან

რას სთავაზობს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეებს – შეხვედრა ბათუმში.

რა სიახლეებსა და მხარდაჭერას სთავაზობს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს – ამ საკითხებზე დღეს შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ბათუმში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.