რას გულისხმობს გამოცდების ახალი მოდელი

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.  სიახლე გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას ოთხი სავალდებულო გამოცდიდან – სამამდე, მეორე მხრივ კი, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას, კონკრეტული პროგრამისთვის.