რას გეგმავს ოპოზიცია - შეფასებები

როგორ აგრძელებენ ოპოზიციური პარტიები საქმიანობას და განიხილავენ თუ არა ერთმანეთთან თანამშრომლობას, ხელისუფლების წინააღმდეგ – საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის ვერ შემდგარი რევოლუციის შემდეგ გააქტიურდა. პასუხები ცხადყოფს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე წარმოდგენები განსხვავებულია. ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც რევოლუციურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა, დღეს კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობენ. პარტია „გირჩში“ ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება თუ ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მონაწილეები, პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩამოშორდებიან. ამავე პოლიტიკურ ძალებთან ერთ მაგიდასთან დასხდომას გამორიცხავენ გიორგი გახარიას გუნდში. მმართველი გუნდი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეები არა ოპოზიციონერები, არამედ რადიკალები არიან.