რას გეგმავს ოპოზიცია - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ –  პარტია „ლელო“ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას აანონსებს. პარტიის ლიდერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები პროდასავლური ძალების გაერთიანება იქნება, რომელშიც ხაბეიშვილის გუნდი არ იქნება გაწევრიანებული. ინიციატივა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ინტერვიუსას ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ დააყენა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები „ნაციონალური მოძრაობაა“ და მან ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი მოქმედებისკენ მოუწოდა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ლელოს“ ინიციატივას არ თანხმდება.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციურ სპექტრში კონფიგურაციის შეცვლა საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.