რას გეგმავს ოპოზიცია 

რას გეგმავს ოპოზიცია 26 მაისს – ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოწოდებებს, რაც პროცესების რადიკალიზაციას და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას უკავშირდება, კრიტიკოსები ოპოზიციის რიგებშიც გამოუჩდნენ.

ხელისუფლების ცვლილებისთვის რადიკალური ქმედებებისა და მსხვერპლის ხსენებას უკმაყოფილება ბარიერგადალახულ პარტიებშიც მოჰყვა. განცხადების ავტორ გედევან ფოფხაძეს კი განმარტებების გაკეთება მოუხდა. თუმცა, ოპოზიციურ პარტიების ლიდერთა ნაწილი დღესაც აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას არ დაუშვებს. რა იგულისხმება   26 მაისის  ჩაბარებაში – სალომე ზურაბიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ, წინააღმდეგობის პლატფორმის წევრების მხრიდან არც დამატებითი განმარტებები გაკეთებულა, რაც ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. 9 აპრილის გათვალისწინებით, პროვოკაციებს არ გამორიცხავს ხელისუფლება და ოპონენტებს აფრთხილებს, რომ არეულობის ნებისმიერ მცდელობებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.