ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, კვლავ მშვიდობიან დამხობას აანონსებენ და ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლებას თავად გადაიბარებენ. ამისთვის, მათივე თქმით, რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქცია.
ტერმინი მშვიდობიანი დამხობა გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და ოპოზიცია მისი მშვიდობიანი ფორმით შეფუთვას ვერ მოახერხებს.