რას გეგმავს ოპოზიცია 4 ოქტომბერს - შეფასებები

4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება რაშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს. მათივე განცხადებით, სწორედ ამ დღეს მოხდება რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას, ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია და იმ შემთხვევაში თუ შეკრება მშვიდობიან ფორმას გაცდება, ხელისუფლება კანონის მიხედვით იმოქმედებს.