ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ხელისუფლების არამშვიდობიანი გზით შეცვლის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების თემაა. გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში თქვა, რომ 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრეა და პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოხდეს. მისივე განცხადებით, „ბევრია, ვინც განწყობილია ციხისთვისაც, სიკვდილისთვის და თავდადებისთვის. ოპოზიციის ნაწილისგან მოწოდებები გაკეთდა შენობების პიკეტირებისა და ხელისუფლების პარალიზების შესახებაც.