ქართველ მხატვართა შემოქმედების ნაკლებად ცნობილი ნიმუშები წიგნის მუზეუმში.
მუდმივმოქმედი ექსპოზიციის პარალელურად მუზეუმი დამთვალიერებელს ცნობილი მხატვრების მიერ ილუსტრირებული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენას სთავაზობს. ექსპოზიცია ერთი მთლიანი კოლექციის სახით ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი. მათ შორისაა ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის და სხვა ცნობილი მხატვრების მიერ გაფორმებული გამოცემები. ილუსტრირებულ საბავშვო ლიტერატურას, იშვიათ გამოცემათა განყოფილება წლებია აგროვებს და იკვლევს, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში კოლექციას სხვა გამოცემებიც დაემატოს.