„რანინას“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი გახდა

საბავშვო კონკურსის „რანინა“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი გახდა. კონკურსის გამარჯვებული პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გრანდიოზულ ფინალზე გამოვლინდა.

გიორგი როსტიაშვილი  2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ორი ფინალისტი, ანასტასია გარსევანიშვილი და ანა ბერიშვილი „რანინას“ გამარჯვებულს პოლონეთში, ევროვიზიის კონკურსზე საგულშემატკივროდ გაჰყვებიან.