„რანინა“ – პირველ არხზე მეგაშოუ ბრუნდება
ყველაზე მუსიკალური, ყველაზე პოპულარული და ყველაზე რეზონანსული საბავშვო მეგაშოუ ბრუნდება. პირველი არხის მაყურებელი „რანინას“ მეცხრე სეზონის პირველ ხუთეულს დღეს, „მოამბის“ დასრულებისთანავე გაიცნობს. პირველ ტურში ქართული სიმღერების განსხვავებული ვერსიები შესრულდება. დღეს დუეტების ტურია და ახალ მონაწილეებთან ერთად, სცენაზე „რანინას“ მერვე სეზონის მონაწილეებიც გამოვლენ.
მარიკა შალიკაშვილი დაესწრო გამორჩეული საბავშვო მუსიკალური შოუს რეპეტიციებს.