რამდენიმე საათში მოქალაქეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან

რამდენიმე საათში, უცვლელი მოთხოვნებით, მოქალაქეები ისევ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან. დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაშლილ კარვებში ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი და ორგანიზატორები რჩებიან. ჯერჯერობით რუსთაველზე იმყოფება ზაზა სარალიძეც, რომელსაც 4 საათისთვის საპატრიარქოში ელოდებიან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, პატრიარქისათვის საკუთარი მწუხარების გაზიარება სურს და აცხადებს, რომ არანაირ შეთანხმებაზე წასვლას, მისი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებს.

მარიამ მენაბდეა პირდაპირ ეთერში ახალი განცხადებების დეტალებით.