რამაზან ბაირამის დღესასწაული ბათუმში

რამაზან ბაირამის დღესასწაული ქართველმა მუსლიმებმა ბათუმში ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზეც აღნიშნეს, სადაც მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავს.

რამაზან ბაირამი მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. თორნიკე რიჟვაძე ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა.