რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში, უკრაინასთან მატჩამდე, ვილი სანიოლის ნაცვლად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნების“ ახალმა დამრიგებელმა მის დანიშვნასა და შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა. მასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი – მათ უკრაინასთან ერთა ლიგის გათამაშების მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.
მატჩი ხვალ 20:00-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად, პირველი არხი შემოგთავაზებთ.