რამაზ გერლიანი პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ნაპოვნია, ის თავს კარგად გრძნობს. მისი გამოკითხვა პოლიციაში უკვე დასრულებულია. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი სამი დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, რამაზ გერლიანმა განაცხადა, რომ ის სურამში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ნებით წავიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი გოგნიაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და კერძო საკუთრებაში დაკითხვა მოუწყო. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა მისი გადაწყვეტილებაც.