რამაზ დევაძის ადვოკატის განცხადება

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი ღამის კლუბ „ლეგასის“  2014 წლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ასაჯაროებს.

პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის უფლებადამცველის განცხადებით, მუკბანიანი ღამის კლუბში შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა და რამაზ დევაძეს ის განზრახ არ მოუკლავს.

ირაკლი გაბრიჭიძის თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება თავიდანვე მიკერძოებულად წარიმართა და პრეზიდენტმა დევაძე კეთილსინდისიერად შეიწყალა. ადვოკატის თქმით, ღამის კლუბში თარაშ მუკბანიანი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა და თავდაპირველად კონფლიქტი დევაძის თანმხლებ პირსა და თარაშ მუკბანიანს შორის ამ გოგოს გამო დაიწყო. რამაზ დევაძე კი მათ გაშველებას და მუკბანიანისთვის წართმეული იარაღის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციელი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი