„რაინეარის”კომერციული დირექტორი მამუკა ბახტაძეს შეხვდა

რაინეარის”კომერციული დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ირლანდიური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე  მოქალაქეებისგან პირადად იღებდა თხოვნას.

გაზაფხულიდან თბილისი-კიოლნის მიმართულებით ფრენის დამატება აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა.