რაგბში საქართველოს ჩემპიონის გამოვლენამდე სამი თამაში დარჩა

ბათუმი დიდ ფინალშიარაგბში 2019 წლის საქართველოს ჩემპიონის გამოვლენამდე, სამი თამაში დარჩა. ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართულ შესარჩევ ფინალში, ერთმანეთს რეგულარული გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ: ბათუმმა რუსთავის „ხარებს“ უმასპინძლა და 32:10 დაამარცხა.

ბათუმელები დიდ ფინალში გავიდნენ და ფინალის საკუთარ სტადიონზე ჩატარების უფლება მოიპოვეს. წაგების მიუხედავად, ფინალში გასვლის შანსს რუსთავის „ხარებიც“ ინარჩუნებენ – 5 მაისს გუნდი წინასწარ ფინალში „ლოკომოტივსა“ და „არმაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ხვალ, 16:00 საათზე კი, თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და მოქმედი ჩემპიონი ლოკომოტივი“ მარნეულის არმაზს“ შეხვდება. ამ თამაშში გაირკვევა, რომელი გუნდი გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას და რომელი გავა მეოთხე ადგილზე.