საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა ანგარიშით – 20:9 დაამარცხა
საქართველო – ტონგას დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ ერთ ქულიანი სხვაობით მოიგეს – 7:6. თამაშის მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს – 10:9. 64-ე წუთზე მოედანზე ახლად შესული მერაბ კვირიკაშვილმა რაქში არასწორი მხრიდან ითამაშა და მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. ტონგელებმა საჯარიმოს გატანა კარგი პოზიციიდან ვერ მოახერხეს და ანგარიში უცვლელი დარჩა.