რაფაელ ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და „მასტერსების“ რეკორდსმენი გახდა

რაფაელ ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და „მასტერსების“ რეკორდსმენი გახდა. რომის „მასტერსის“ ნახევარფინალში თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკური დაპირისპირება შედგა – პროფესიულ ტურში 51-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. როგორც მოსალოდნელი იყო, ნადალმა მოგება შეძლო, თუმცა, ჯოკოვიჩმა პროფესიულ ტურში დაბრუნების შემდეგ, თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრის შემდეგ, რაფაელ ნადალი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე მოგებების რაოდენობით ესპანელს 356 მატჩი აქვს მოგებული და ერთით უსწრებს შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.