რადკო მლადიჩის განაჩენი

გენოციდის, იძულებითი დეპორტაციისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, ბოსნიელი სერბების ლიდერს, რადკო მლადიჩს გაეროს ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ბალკანეთის ომში დაღუპული ადამიანების ნათესავები ფიქრობენ, რომ მლადიჩის გარდა საერთაშორისო სასამართლომ კიდევ არაერთი ადამიანი უნდა გაასამართლოს. თავად მლადიჩი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მისი მომხრეები კი გაეროს სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.