რადიოსადგურის გახსნა

საქართველოში, ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის პროექტი დასრულდა.

ახალი, თანამდეროვე სტანდარტის ბოლო მეტეო-რადიო-ლოკატორი ფოთში დამონტაჟდა. პროქტის დასრულებით ფუნქციონირება დაიწყო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემამ. ახალი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას. შპს „საქაერონავიგაციამ“ პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. თანამედროვე ავტომატური სისტემები დამონტაჟდა ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში. 2016 წლის ბოლოს კი კომპანიამ, თბილისთან „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე,“ ახალი მეტეო-რადიო-ლოკატორი დაამონტაჟა.