რადიოს საერთაშორისო დღე

2011 წელს იუნესკომ 13 თებერვალი რადიოს საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ ამ თარიღს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

საზოგადოებრივი, – როგორც ევროპულ მაუწყებელთა კავშირის წევრი, – იუნესკოს ინიციატივას უკვე მესამე წელია უერთდება. ამჯერად სლოგანით: „სპორტი და რადიო, ის რაც გვაერთიანებს“.

რადიო პირველი არხის გადაცემები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პიკის საათს დღეს, „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ რადიოს მუშაობის სპეციფიკა და წამყვანები გაიცნეს.