რადიო „ფორტუნა“ და „ავტორადიო“ იუბილარია – „ფორტუნას“ ეთერში გასვლიდან 25 წელი შეუსრულდა, ხოლო „ავტორადიოს“ – 15. ტრადიციისამებრ, 31 დეკემბერს რადიოჰოლდინგი ამ მნიშვნელოვან თარიღს თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს. ჰოლდინგი ოთხ რადიოსადგურს – „ფორტუნას,“ „ფორტუნა პლუსს“, „ავტორადიოსა“ და „არ დაიდარდოს“ აერთიანებს.