რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია

რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული მამაკაცი ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას ორი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა აიყვანეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება გრძელდება. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.