რადიაციული უსაფრთხოება მედიცინაში – საერთაშორისო კონფერენცია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ფიზიკაში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მედიცინაში რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კონფერენციას უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტებიც ესწრებოდნენ. მათ განიხილეს კონფერენციის ძირითადი თემატიკა, სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული დაცვისა და ბიო-სამედიცინო კვლევების აქტუალური საკითხები.