რაჭული საახალწლო ტრადიციები 

ახალი წელი გამორჩეულად ლამაზია საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, იქ სადაც საახალწლო განწყობას, უნიკალური ბუნება და დიდ თოვლში ჩაფლული, მშობლიური სახლიდან ამოსული, ბუხრის კვამლი ემატება. თოვლით დაფარული სოფლები წლის ბოლოს ხალხით ივსება და ახალი წლის შემობრძანებას ყველა ერთად ეგებება.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ონის რაიონის მაღალმთიან სოფელ ღებში ჩავიდა და ადგილობრივ სადღესასწაულო ტრადიციებს გაეცნო. რაჭისთვის დამახასიათებელი კერძები, რომლებიც ყოველ 31 დეკემბერს მზადდება, საახალწლო რიტუალები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, სადღესასწაულოდ მორთული მამაპაპისეული ოდები, რაჭული ლორი, ლობიანი და სარიტუალო მნიშვნელობის მქონე განატეხი, რომელიც წინასაახალწლოდ ყველა ოჯახში ცხვება. 

ნათია ქენქაძე და გიორგი პაჭიკაშვილი  მოგვიყვებიან, როგორ ემზადებიან რაჭველები 2026-თან შესახვედრად.