რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი
ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები. კონცერტს უძღვებოდა გუნდის ერთ-რთი ლოტბარი, რაჭული ფოლკლორის მკვლევარი თორნიკე სხიერელი. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ გუნდის შექმნის იდეასა და სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.