რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა

საქართველოს კულტურის მინისტრი ონში მდებარე რაჭის მუზეუმის ახალი შენობის გახსნისათვის აუცილებელ საკითხებს ადგილზე სპეციალისტებთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აშენებული რაჭის მუზეუმის ახალი შენობა 2026 წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა. ამჟამად ფონდების სისტემატიზაციის და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ შენობაში გადატანის პროცესი მიმდინარეობს. ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს ჩაუტარდა აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის კონცეფცია ონის მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა შეიმუშავეს.