სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იმერეთიდან რაჭის მიმართულებით, რეგიონის გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, საწარმოები, ახალი სკოლები და ტურიზმის განვითარება, – ეს იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ნაწილია, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა რაჭის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა.
დღეს დილიდან მამუკა ბახტაძე რაჭაში იმყოფებოდა, სადაც საწარმოები მოინახულა და ადგილობრივებს მთავრობის გეგმები გააცნო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.