საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა გასაცნობად წელიწადის ყველა დროს მიმზიდველია, თუმცა რაჭა შემოდგომაზე ბევრი მიზეზის გამო, განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
კულტურული ძეგლებით, საოცარი ბუნებითა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ ამ მხარეში პირველ შთაბეჭდილებებს ეროვნული პარკი ქმნის, რომელიც ქალაქი ონიდან იწყება. დათოვლილ მთებს შორის მოქცეული ფირუზისფერი მდინარეები, ხშირი ტყეები, ნისლში გახვეული გარემო და მთავარი მეგზური – კავკასიონი. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახლო მომავალში რაჭის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრის აშენებას გეგმავს. ახალი ტურისტული სერვისების დანერგვა კი რაჭას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
ანა ნოდიას და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი.