რაჭაში ძველი სტილით ახალი წლის დასახვედრად ემზადებიან

ძველი სტილით ახალი წლის დასახვედრად ემზადებიან რაჭაშიც. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოთში ჩავიდა, სადაც დღესასწაულს ძველი ტრადიციით ხვდებიან.

საგანგებოდ გაფორმებული სუფრა, საზეიმოდ მორთული სახლი და კერძები, რომელიც ძირითადად, მხოლოდ ამ დღისთვის მზადდება.

„მოამბეს“ სოხაძეების ოჯახმა უმასპინძლა.