ოპოზიცია პროტესტის გაგრძელების ფორმებზე მსჯელობს.
სამოქმედო გეგმის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მიერ წარდგენილმა სტრატეგიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ზურა გირჩი ჯაფარიძე დროის გასვლასთან ერთად საპროტესტო მუხტის და ბრძოლის რესურსის შემცირებას პროგნოზირებს და ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის ოპოზიციას საკუთარ ხედვას სთავაზობს. გეგმა საქართველოსთვის ყველანაირი საერთაშორისო დახმარების და სესხის გამოყოფის შეჩერებას, ეკონომიკური სანქციების დაწესებას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესის ბოიკოტირებას, პოლიტიკოსების, მოსამართლეების და სამართალდამცავების და მმართველი გუნდის მხარდამჭერი ბიზნესმენების ბაზის შექმნას და მათ საჯარო დისკრედიტაციას გულისხმობს. „ერთიანობა და მეტი კოორდინაცია“ – ასეთია პოლიტიკოსის გზავნილი, თუმცა მის ხედვას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია დანარჩენი ოპოზიციისგან, რომელმაც სწორედ პროტესტის ფორმებსა და ახალი არჩევნების მიღწევის გზებზე სასაუბროდ ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მორიგი კონსულტაციები გაიარა. ზურა გირჩი ჯაფარიძის მოწოდება უცხოეთიდან მიღებული მორიგი ინსტრუქციაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ოპონენტებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადების დაწყებას ურჩევს.