რა წერილები მიიღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა
თეატრალური უნივერსიტეტის საპროტესტო მოძრაობის ათამდე სტუდენტს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. მათი განცხადებით, ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეთიკის კომისიამ „ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი“ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მეტი განმარტება არაა მითითებული.
სტუდენტების განცხადებით, ეთიკის ნორმები არ დაურღვევიათ, ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან რუსთაველზე გამოხატულ პროტესტს უკავშირდება. სტუდენტებს გასაჩივრებისთვის სამი დღის ვადა აქვთ. გიორგი შალუტაშვილს გადაწყვეტილებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.
შეგახსნებთ, თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტთა პროტესტი 80 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა და 9 მარტს პოლიციის გამოძახების შემდეგ მათ შენობა დაატოვებინეს. სასამართლომ ისინი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა.