რა ვითარებაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე

დადგენილია იმ ბინის მესაკუთრის ვინაობა, სადაც დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ცხოვრობდნენ. კვალი პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრებ, 26 წლის ასლან ჯაბრაილოვთან მიდის, რომლის დედამ შვიდი წლის წინ ბინა ნათესავს გადაუფორმა, თუმცა, როგორც ირკვევა, სახლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სწორედ ასლან ჯაბრაილოვის ცოლის ძმამ გააქირავა. თითქმის 18 საათის განმავლობაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებდა. ერთი კორპუსის გარდა სამართალდამცავებს მიმდებარე შენობებიც

ბლოკირებული ჰქონდათ.

გენო ოსიყმაშვილი გრაფიკულად გვაჩვენებს სურათს, თუ რა ვითარებაში ტარდებოდა 18 საათის განმავლობაში სპეც-ოპერაცია.