რა ვითარებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში

24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ისრაელში საქართველოს საელჩო, რომელიც მოქალაქეთა შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით იღებს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. არსებული მონაცემებით, დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის. შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს რეისები შესრულდება და ქვეყნის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

რა ვითარებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები კონფლიქტის ზონაში? – ისრაელში მყოფ ქართველებს და ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან ელჩს თათია მაყაშვილი ესაუბრა.