რა ვითარებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში

ისრაელის არმიის რეზერვში უკვე გამოიძახეს ისრაელის მოქალაქე ქართველებიც. „მოამბე“ ესაუბრა ჩვენს თანამემამულე ივა თოფჩიშვილს, რომელიც დისლოცირების კონკრეტულ ლოკაციას ელოდება. ივა თოფჩიშვილის თქმით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შედარებით სიმშვიდეა. საფრთხის შემთხვევაში კი, მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იღებენ შეტყობინებას და რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ.