რა ვითარებაა სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში

სტიქია სვანეთში. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფული მოვლენების განმეორების გამო, წყლის ნაკადის მომატებას კვლავ ელოდებიან.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. დღის პირველ ნახევარში მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხუთი ხიდი და სამი საცხოვრებელი სახლი. გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელ ჭუბერის გარშემო არსებული სოფლები. ნიაღვარმა გაანადგურა საავტომობილო გზები. დაიტბორა მდინარე ნენსკრას მიმდებარე ტერიტორიები.

სტიქიას არ მოყოლია მსხვერპლი. მთის ფერდობის ჩამოშლისა და მდინარის დაგუბების შესახებ ადგილობრივ მთავრობას ინფორმაცია მესაზღვრეებმა მიაწოდეს.

ჭუბერში ახალ ვერტმფრენებს ელოდებიან. დაგეგმილია სტიქიის ეპიცენტრში მყოფი მოქალაქეების ავაკუაცია.