რა ვითარებაა ხურვალეთში

სიმშვიდეა ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზის ხურვალეთის მონაკვეთზე.

ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ქართველი სამართალდამცველები.

„მოამბე“ სოფელ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსი სამხედროების არანაირი გადაადგილება ადგილზე არ შეინიშნება. მათ უსაფრთხოებას კი პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.