რა ვითარებაა ჭუბერში, სტიქიის ზონაში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის აღარ წვიმს, თუმცა, ღამის განმავლობაში მოსულმა ნალექმა ხეობაში წყლის დონის აწევა გამოიწვია და პრობლემები შექმნა. ჭუბერის მოსახლეობის ნაწილს, სულ 100 აბონენტს დენი უკვე მიეწოდება, დანარჩენი აბონენტებისთვის, ელექტრომომარაგების აღდგენის მიზნით, სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმვლობაში მუშაობდა “მოამბის” გადამღები ჯგუფი – ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.