რა ვითარებაა ბორჯომში არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე 

ბრალდებები ისმოდა დღეს ბორჯომშიც, თუმცა, ამ დროისთვის რეგიონში მეორე ტურისთვის მზადება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ძირითადად შტაბებში იმყოფებიან.

თავიანთი კანდიდატების მხარდასაჭერად, ბორჯომში იმყოფება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი და “ქართული ოცნების” დეპუტატები.

ბორჯომში სულ 26 524 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატები ლევან ლიპარტია და ზაზა ჩაჩანიძე დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში მათ შორის სხვაობა სულ 24 ხმა იყო.