რა უკანონობაში დაადანაშაულა გუბაზ სანიკიძემ აშშ-ის საელჩო, როგორია ელჩის შეფასება და რატომ აღმოჩნდა პოლიტიკოსის რიტორიკა ყველასთვის არასერიოზული

გუბაზ სანიკიძის რეზონანსული განცხადება, რომლის გამო ავტორს რამდენიმე საათში ბოდიშის მოხდა მოუხდა.

ყოფილი დეპუტატი ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ისმენს. კანონდარღვევის ბრალდება დიპლომატიურ მისიას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მაშინ წაუყენა, როცა 20 ივნისის მოვლენებს იხსენებდა. ინტერვიუს ამ ნაწილს დღეს თავად ამერიკის ელჩი გამოეხმაურა. განცხადებამ მძიმე რეაქციები გამოიწვია დანარჩენ ოპოზიციაშიც. არცთუ შორეულ წარსულში მწვავე ოპონენტებმა და დღეს უკვე თანამოაზრეებმა სანიკიძეს სერიოზულობისკენ მოუწოდეს.

დატოვე კომენტარი