რა ცვლილებები იგეგმება მშენებლობის უსაფრთხოების მიმართულებით

ეკონომიკის მინისტრი და თბილისის არჩეული მერი დღეს სამშენებლო სექტორს შეხვდნენ.

ღონისძიების მიზანი, დახურულ კარს მიღმა მშენებლობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების განხილვა იყო, თუმცა, კერძო სექტორმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და დარგის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავარი საკითხი მშენებლობის ნებართვის მოპოვების ბიუროკრატიული სირთულეები იყო. კახა კალაძე პირობას დებს რომ ბიზნესის კეთება გამარტივდება, თუმცა, უსაფრთხოების ხარისხი გაიზრდება.

დატოვე კომენტარი