რა ტიპის ვირუსი გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

ამ დროისთვის ჯერ ისევ არ არის ცნობილი, რა ტიპის ვირუსი გახდა რვა წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი. კლინიკაში აცხადებენ, რომ ანალიზები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაგზავნილია და პასუხი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანის დროს სუნთქვის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. მკურნალობის მიუხედავად მწვავე პნევმონია განვითარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ აკეთებენ, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ვირუსის გავრცელების გამო, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციისა და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი  განახევრებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყანა შორს არის ეპიდემიური  აფეთქებისგან.